суббота, 26 апреля 2014 г.

რეფლექსია

მეექვსე  დღის   ტრენინგზე  ვიმუშავეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შექმნაზე,
  ჩამოვაყალიბეთ  პრეზენტაციის  ჩეკლისტი,
 შევქმენით  პროექტის  პრეზენტაცია.
ვფიქრობ  მეტი  მუშაობა  და  მონდომებაა  საჭირო  ჩვენი  მხრიდან, რათა  კარგად  გავათვითცნობიეროთ  ეს  ყველაფერი    და  გამოვიყენოთ პრაქტიკაში ისე  როგორც  საჭიროა..

пятница, 25 апреля 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე-


დღევანდელ  ტრენინგზე   დაგეგმილი  გვაქვს :
  • მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შექმნა
  • თემის  შესაბამისი  პრეზენტაციის  შექმნა.
  • ბლოგზე   ატვირთვა.
იმედია  ძალიან  საინტერესოდ  წარიმართება  ტრენინგის  მეექვსე  დღე  და  კიდევ  უფრო  განვამტკიცებთ  ჩვენს  ცოდნას   "პროექტზე დაფუძნებული  სწავლების  შესახებ"

воскресенье, 13 апреля 2014 г.

ტრენინგის  მეხუთე  დღე-     მეორე მოდულის        რეფლექსია


  • აღნიშნელი  მოდულიც  ერთერთი  მნიშვნელოვანი  იყო პროექტის  ეფექტურად განხორციელების  უნარების  გასავითარებლად.
 ეს  ტრენინგი  დამეხმარა საფუძვლიანად  გამეანალიზებინა, თუ  რაოდენ  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  პროექტის  გეგმის, შინაარსის   სწორად  დაწერას, მიზნების განსაზღვრას, მოსწავლეთა საჭიროებების შესწავლას, პროექტის  მსვლელობის  პროცესში შეფასებას, თვითშეფასებას  და  ურთიერთშეფასებას, რათა  განვსაზღვროთ  რამდენად  სწორი  მიმარტულებით  მივდივართ.
  კარგად  გავიაზრეთ  ის ,რომ   აუცილებელია  ახალი  აქტივობის  დროს  პედაგოგმა  მოსწავლეს  შეუდგინოს  ატივობის  ჩეკლისტი, რადგან  მოსწავლემ  იცოდეს  რა  და როგორ  გააკეთოს .~მოსწავლე  მოსწავლეს  განვუვითაროთ  უნარი  სწორად  განსაზღვროს  და  ჩამოაყალიბოს  საკუთარი  მიზნები.


საჭიროა პროექტის  პროცესში, სწორად  შევიმუშაოთ  შეფასების  სტრატეგიები,  რატა  მოსწავლეები  წავახალისოთ  კიდეც. 


პროექტის  დასრულების   შემდეგ    უნდა  შევარჩიოთ  ისეთი  აქტივობა  რომელიც ნათლად  ასახავს   და  დემონსტრირებას  გაუკეთებს  მოსწავლის  ნასწავლ  ახალ  მასალას  და  მაღალი  სააზროვნო  უნარების   მიღწევის  დონეს.  


ამდენად,  ამიტომაც  მნიშვნელოვანი  და  საჭიროა  პროექტებით  სწავლება რადგან  იგი  მთლიანად  მორგებულია  მოსწავლის  ყველა  უნარის  განვითარებაზე...................................

среда, 9 апреля 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე- შეჯამება.

უსაინტერესოესი  იყო  მესამე დღის  ტრენინგი. განვიხილეთ  პროექტის  დაგეგმვის ეტაპები, როგორ წარვმართოთ  პროექტი საინტერესოდ, რა   აუცილებელი პროცედურებია   გასავლელი პროექტის  მსვლელობისას..
   განვიხილეთ-ზოგადი, თემატური  და  შინაარსობრივი შეკითხვების   არსი.

ვიმსჯელეთ  რას  უნდა მოიცავდეს  ზოგადი  კითხვა.
რას  უნდა  მოიცავდეს თემატური  კითხვა.
რას  უნდა  მოიცავდეს შინაარსობრივი  კითხვა.
განვივითარეთ   პრაქტიკული  უნარჩვევა ამ  საკითხთან  დაკავშირებით,  რაც  არასოდეს  დამავიწყდება.

вторник, 8 апреля 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე-მოლოდინი

როგოც  იქნა  მოვიდა  ოთხშაბათი, რომელსაც  მოუთმენლად  ველოდი, იმიტომ  რომ  დარწმუნებული  ვარ  ქალბატონი  ელენე  საინტერესო  და  სასარგებლო  ტრენინგს  გვაჩუქებს. ეს  მე  ძალიან, ძალიან  მჭირდება  პროფესიულ  საქმიანობაშიიიიი.........




2014  წლის    9-აპრილი.