ტრენინგის მეხუთე დღე- მეორე მოდულის რეფლექსია
- აღნიშნელი მოდულიც ერთერთი მნიშვნელოვანი იყო პროექტის ეფექტურად განხორციელების უნარების გასავითარებლად.
ეს ტრენინგი დამეხმარა საფუძვლიანად გამეანალიზებინა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტის გეგმის, შინაარსის სწორად დაწერას, მიზნების განსაზღვრას, მოსწავლეთა საჭიროებების შესწავლას, პროექტის მსვლელობის პროცესში შეფასებას, თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას, რათა განვსაზღვროთ რამდენად სწორი მიმარტულებით მივდივართ.
კარგად გავიაზრეთ ის ,რომ აუცილებელია ახალი აქტივობის დროს პედაგოგმა მოსწავლეს შეუდგინოს ატივობის ჩეკლისტი, რადგან მოსწავლემ იცოდეს რა და როგორ გააკეთოს .~მოსწავლე მოსწავლეს განვუვითაროთ უნარი სწორად განსაზღვროს და ჩამოაყალიბოს საკუთარი მიზნები.
საჭიროა პროექტის პროცესში, სწორად შევიმუშაოთ შეფასების სტრატეგიები, რატა მოსწავლეები წავახალისოთ კიდეც.
პროექტის დასრულების შემდეგ უნდა შევარჩიოთ ისეთი აქტივობა რომელიც ნათლად ასახავს და დემონსტრირებას გაუკეთებს მოსწავლის ნასწავლ ახალ მასალას და მაღალი სააზროვნო უნარების მიღწევის დონეს.
ამდენად, ამიტომაც მნიშვნელოვანი და საჭიროა პროექტებით სწავლება რადგან იგი მთლიანად მორგებულია მოსწავლის ყველა უნარის განვითარებაზე...................................
Комментариев нет:
Отправить комментарий